"მიზეზები აბსურდულია, ჯანეზაშვილი პარლამენტში უნდა მოვიდეს და "ოცნების" კითხვებს უპასუხოს" - იაგო ხვიჩია

04.11.22 13:32
"მიზეზები აბსურდულია, ჯანეზაშვილი პარლამენტში უნდა მოვიდეს და "ოცნების" კითხვებს უპასუხოს" - იაგო ხვიჩია

ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებებს, რომელიც მან უშუალოდ იაგო ხვიჩიას მისამართით გააჟღერა, თავად დეპუტატმა უპასუხა. ომბუდსმენობის კანდიდატი იაგო ხვიჩია ჯანეზაშილის ბარლდებებს აბსურდულს უწოდებს და მოუწდებს მას გასაუბრების პროცესშ მონაწილეობა მიიღოს. 

მისი არმოსვლა, ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ ის უარს აცხადებს კანდიდატად ყოფნაზე, იმიტომ, რომ ფიზიკურად შეუძლებელი მგონია, აირჩიო კანდიდატი, რომელიც იმდენად არ გვცემს პატივს, რომ პარლამენტში არ მოდის გასაუბრებაზე. ბატონმა მიშა სარჯველაძემ მოიფიქრა შესანიშნავი გამოსავალი: მან მე შემომთავაზა, რომ ყველა ამ კანდიდატს ჰქონოდა საშუალება ჩემი გამოსვლის დროს დაესვათ შეკითხვები ჩემთვის, რაზეც მე თანხმობა გამოვაცხადე და მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ამით აღმოიფხვრა. ყველა ეს მიზეზი არის, ჩემი აზრით, აბსურდული და ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი დღეს აქ უნდა მოვიდეს და უნდა უპასუხოს „ქართული ოცნების“ შეკითხვებს, - თქვა ხვიჩიამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი  ომბუდსმენობის სამ კანდიდატს უნდა გასაუბრებოდა, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად მან "ქართული ოცნების" მიკერძოებულობა დაასახელა. 

გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი ჯანეზაშვილმა ინტერესთა კონფლიქტითაც ახსნა. მისი თქმით, ომბუდსმენის შერჩევის პროცესში დეპუტატ იაგო ხვიჩიას მონაწილეობა მისთვის მიუღებელია და კანდიდატს თვითაცილების საკითხი უნდა დაეყენებინა.  

ჯანეზაშვილის შემდეგ ომბუდსმენის შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარი გიორგი ცობეხიამაც განაცხადა და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

მსგავსი სიახლეები