ჩვენი მოვალეობაა, პრეზიდენტს გვარამიას შეწყალების თხოვნით არაერთხელ მივმართოთ - დეკანოიძე

04.11.22 13:59
ჩვენი მოვალეობაა, პრეზიდენტს გვარამიას შეწყალების თხოვნით არაერთხელ მივმართოთ - დეკანოიძე

„ენმ“-ს ლიდერის, ხატია დეკანოიზის თქმით, ოპოზიციაში კარგად იციან საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა, ოპოზიციონერის თქმით, თავიანთ პასუხისმგებლობად თვლიან, რომ სალომე ზურაბიშვილის არაერთხელ მიმართონ შეწყალების თხოვნით.

დემოკრატიულ ქვეყნებში პრეზიდენტის ინსტიტუტის მიერ ამ ბერკეტის ამოქმედება და მანდატით მინიჭებული პასუხისმგებლობის და ბერკეტის მოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით პრეზიდენტის პოზიცია საჯაროდ, მაგრამ ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, მას არაერთხელ მივმართოთ და რეალურად მოვითხოვოთ მისი მხრიდან ამ ბერკეტების ამოქმედება“. - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციამ პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. საპარლამენტო პარტიები მიმართვას პრეზიდენტს უგზავნიან და შეხვედრას ითხოვენ. პოლიტიკური ძალები ფიქრობენ, რომ ნიკა გვარამიას ციხეში ჩატოვებით იზრდება პოლარიზაცია და უარესდება მედია გარემო, რაც ამცირებს ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსს.

მსგავსი სიახლეები