სანამ კალაძე მერი იქნება, მუდმივად ექნება ეს წნეხი და თემა ზურგით სათრევი - ცოტნე კობერიძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე
პასუხისმგებლობისგან მიმალული დედაქალაქის მერი -რამ გამოიწვია ვაკის პარკის ტრაგედია? ოპოზიცია კახა კალაძის თბილისის საკრებულოს სხდომაზე მისვლას კვლავ უშედეგოდ ელის.
,,გირჩი მეტი თავისუფლებას" წევრი, ცოტნა კობერიძე, მიიჩნევს, რომ კალაძეს ვერ ბედავს საკრებულოს წინაშე წარსდგომას.
კალაძეს ჰგონია, მოკლე მეხსიერება გვაქვს და მან იცის, რომ რამდენიმე კვირაში ეს თემა გადაივლის, მაგიტომაც არ თმობს ამ თანამდებობას.
თუმცა, მან რომ იცოდეს, სანამ მერი იქნება, მუდმივად ეს წნეხი ექნება და მუდმივად ზურგით ექნება სათრევი ეს თემა, ცხადია, ამ თანამდებობას დათმობდა.
მაგრამ იცის, რომ 3 კვირას გადააგორებს, საკრებულოს წევრები მიეხმარებიან, საკუთარი მედია და პიარი ცალკე. ეს პიარი და იმიჯმეიკერები რომ არ ეყოლებოდა, იმიტომაც არ გარისკა აქ მოსვლა და საუბარი. - თქვა ცოტნე კობერიზემ.
ვის კორუფციულ გარიგებებს, უპასუხისმგებლობას და დაუდევრობას ემსხვერპლა 13 წლის მარიტას სიცოცხლე? ოპოზიცია საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის მოსვლასა და განმარტებებს ითხოვს.