პლებისციტის მოდელზე დათანხმება არ შეიძლება, ივანიშვილი თავს გვახვევს - მიხეილ სააკაშვილი

04.03.21 16:19
პლებისციტის მოდელზე დათანხმება არ შეიძლება, ივანიშვილი თავს გვახვევს - მიხეილ სააკაშვილი

 პლებისციტის მოდელზე დათანხმება არ შეიძლება, ივანიშვილი თავს გვახვევს - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილი ამბობს, რომ პლებისციტის ჩატარება მხოლოდ ივანიშვილს აწყობს. 

ივანიშვილს უნდა, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩაატაროს პლებისციტი, სადაც ის დახარჯავს ბევრ ფულს, მოისყიდის ბევრს, რომც წააგოს და აუცილებლად წააგებს, ექნება რამდენიმე თვე კიდევ, რომ დააშინოს, მოისყიდოს, დაიჭიროს და ქვეყნიდან გაყაროს ათასობით ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს, მეგობრებო! ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი არც ერთი დღე. ძალიან მძიმე სიტუაციაა. უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაში ვიმყოფებით. ქვეყანა არის შიმშილის პირობებში. კოვიდზე კატასტროფა მოუვიდათ, ლამის ბოლო ქვეყანა დავრჩით, ვაქცინა რომ არ არის შემოტანილი. ამ სიტუაციაში დროის დაკარგვა არ შეიძლება და არც უნდა მივცეთ ამის საშუალება - თქვა სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი განმარტავს რატომ არ ეტანხმება პლებისციტს. მისი აზრით, ივანიშვილი საარჩევნო კომისიაში მხოლოდ ზედაპირულ ცვლილებებს განახორციელებს და მანიპულაციბით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას. 

მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გამოვა, მიიღებს მკვეთრ გადაწყვეტილებებს. იმედი გვაქვს  მისი ლიდერობისა და შეუპოვარი ხასიათის, მაგრამ ამაში ყველა ადამიანი უნდა ჩაერთოს. ჩვენ გვჭირდება რიგგარეშე არჩევნები, იმიტომ, რომ არჩევნები, რომელიც იყო, იყო ბოლომდე გაყალბებული და მოპარული, ეს იცის ყველამ. კარგია, მივესალმები ევროპელების ჩართულობას, მაღალ დონეზე ინტერესის გატანას, საერთაშორისო რეაქციებს, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ სიტუაციაში, ივანიშვილის გეგმა არის ახლა საარჩევნო კომისიაში კოსმეტიკური ცვლილებები, მოაშორებს ჟვანიას და დანიშნავს ვიღაც სხვას, პლებისციტს მოგვახვევს თავზე და მერე ყველანაირ მანიპულაციებს შეეცდება.ჩვენ მკვეთრად უნდა ვიმოქმედოთ და არ უნდა დავუტოვოთ მას მანევრის დრო და საშუალება, - განაცხადა სააკაშვილმა.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ფორმატში ოპოზიცია ერთ-ერთ დათმობად პლებისციტს განიხილავს.  

მსგავსი სიახლეები