ხმაური სასამართლოში - მღვდილის ძარცვაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვეს
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მღვდილის ქურდობაში ბრალდებულ გიორგი გოგბერაშვილს პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე გადაწყვეტილებას დაკავებულის ოჯახის წევრების მწვავე პროტესტი მოჰყვა.
ინფორმაცია რომ სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარი, მამა თეიმურაზი გაქურდეს, "შაბათის ეთერმა" გაასაჯაროვა.
სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ მთაწმინდაზე მდებარე მის სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც სასულიერო პირი ბობოყვათში საპატრიარქოს რეზიდენციაში ისვენებდა.
მძარცველებმა სასულიერო პირის სახლიდან ერთი კილოგრამამდე ოქრო, ნიკოლოზის “თუმნიანი” მონეტები, ოქროს საათები და ბრილიანტის ბეჭდები წაიღეს.
32 წლის მამაკაცს საქალაქო სასამართლომ 7 წლით პატიმრობა შეუფარდა.
უმდიდრესი მღვდლის სახლის ძარცვის სკანდალური ვერსია აქვს დაკავებულის ადვოკატს, ის ამტკიცებს, რომ კრიმინალური წარსული მქონე სასულიერი პირმა მისი რეზიდენციის ძარცვის იმიტაცია მოახდინა, მრევლს უთხრა, რომ ტაძრისთვის შეგროვებული ფული მოპარეს რეალურად კი ამ ფულით ძვირადღირებული მანქანა იყიდა.