ყოფილი თანაგუნდელების "ვირთხებად" გამოცხადება დიმიტრი სამხარაძისგან - რას ამბობენ "ოცნებაში"

15.10.26 13:19
ყოფილი თანაგუნდელების "ვირთხებად" გამოცხადება დიმიტრი სამხარაძისგან - რას ამბობენ "ოცნებაში"

 

 

"ქართულმა ოცნებამ" ყოფილი თანაგუნდელების "ვირთხებად" შერაცხვის ახალი სერია დაიწყო - განცხადება ამ თემაზე დიმიტრი სამხარძემ გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ პარტია "ვირთხებს დროულად ავლენს".

სამხარაძე მიანიშნებს ვის გულისხმობს - პირველ რიგში მათ, ვინც პარტია შექმნა და მეორე, ვინც "რაღაცებს ქმნის".

  • დიმიტრი სამხარაძემ გუშინ მოიწონა „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის კრიტიკული პოსტი, რომელიც მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს ეხებოდა. 

ამ ფონზე კი "ოცნების" დეპუტატები კამერების წინ პარტიის შიდა დაპირისპირებაზე საუბრისგან თავს იკავებენ.

შოთა ხაბარელი მამუკა მდინარაძეზე ცუდს არ ამბობს და მისი ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნას დადებითად აფასებს.

რა ქვია გადავაფასე მამუკა მდინარაძე ? ვინ გადააფასა? (კითხვა - დიმიტრი სამხარაძე ალაიქებს პოსტს, რომელიც მამუკა მდინარაძეს და თიკა რუხაძეს ეხება და კითხვებია ამ პოსტში, სად წავიდა პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული მილიონები) არ ვიცი. პირველად მესმის. მე ვფიქრობ, რომ მამუკა მდინარაძე როდესაც იყო ჯერ ფრაქციის ხელმძღვანელი,  ძალიან კარგად უძღვებოდა ამ საქმეს, შემდეგ უკვე გადაინაცვლა სხვა სამსახურში. ყოველი შემთხვევისთვის მე ცუდი არ გამიგია".  - ამბობს შოთა ხაბარელი. 

გიორგი კახიანისთვის პოლიტიკიდან წასული მდინარაძე ისევ მეგობრად რჩება. მისთვის დავით ოქიტაშვილის მიერ გამოქვეყნებული განცხადება კითხვებს არ აჩენს.

არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა, როცა პოლიტიკოსები როცა მიდიან პოლტიიკიდან, მერე ხდება ჭორების და უამრავი დეზინფორმაციის გავრცელება. ასე კითხვის დასმაც არაეთიკურად მიმაჩნია ჩვენს ყოფილ თანაგუნდელზე და ჩვენს მეგობარზე, რომელიც დღემდე რჩება მეგობრად. შეიძლება ადამიანი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მეგობრობა მეგობრობად რჩება". - ამბობს გიორგი კახიანი.

თორნიკე ფაღავაც ამბობს, რომ მას პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ მილიონებზე კითხვები არ აქვს.

ნინო წილოსანი "პირველებს" ტრადიციულად არ ეწერბა, თორემ ამბობს, რომ ბევრს ილაპარაკებდა. 

ბოდიშს გიხდით გუშინ ჩამოვფრინდი, ახლა ბიუროზე მეჩქარება. (კითხვა - თქვენც გადააფასეთ მამუკა მდინარაძე?) არ გეწერებით თორემ დიდი სიამოვნებით მოგიყვებოდით მაგ ყველაფერზე". - ამბობს ნინო წილოსანი. 

გიორგი გაბუნია კი აცხადებს, რომ ოქიტაშვილის მიერ გამოქვეყნებული მხილების პოსტი მხოლოდ პირად დაპირისპირებაზე მიუთითებს.

ამ პოსტთან დაკავშირებით ინფორმირებულები ვართ, მაგრამ აქ უფრო მე ვხედავ პირადი დაპირისპირების ბატალიებს და არა კონკრეტული დანაშაულის შემცველი ინფორმაციის გამჟღავნებას. აქ იყო ოგადი მოწოდება პროკურატურის მიმართ", - აცხადებს გიორგი გაბუნია. 

რა დაწერა გუშინ დიმიტრი სამხარაძემ სოციალურ ქსელში: 

„განულებული, დაცემული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ სუსტების, ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას!
კარგი ის არის, რომ ასეთ ვირთხებს დროულად ვავლენთ. ზოგი მერე პარტიებს ქმნის, ან რაღაცეებს და მაინც მინდა ვთქვა! როგორც გახარიას მაგალითით დაწყებული, ახლაც, ზოგიერთების ჩვენი დიდი ოჯახიდან გასვლით ან გაგდებით, ყველამ მინდა იცოდეს: „ქართული ოცნების“ არც ერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, ერისკაცის დაწყებული გზის დაცვას“, - აცხადებს სამხარაძე და დასძენს - „მაგრამ ჭორიკნებს, გუნდისთვის ზიანის მომტანებს, გადამთიელების მიერ მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ. სასტიკად და მწარედ!!!“ 

 დიმიტრი სამხარაძემ დღეს მოიწონა „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის კრიტიკული პოსტი, რომელიც მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს ეხებოდა. 

რა დაწერა დავიოთ ოქიტაშვილმა: 

დავით ოქიტაშვილმა კულტურის ყოფილ მინისტრი, თიკა ურხაძე და სუს-ის ექს-შეფი, მამუკა მდინარაძე თადაპირველად ფბ-ზე გავრცელებული პოსტით ამხილა.

მისი თქმით, თიკა რუხაძე მას მამუკა მდინარაძის დავალებით ბლოკავდა ყველგან. 

„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ!“ - ესეც ხომ თქვენი სიტყვებია?!" - მიმართავს ოქიტაშვილი რუხაძეს. 

დავით ოქიტაშვილს რუხაძისგან ასევე აინტერესებს, სად წაიღო პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული მილიონები.

"საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია", - წერს ოქიტაშვილი.