"ხელისუფლებას არ აწყობს ელიტურ კორუფციასთან რეალური ბრძოლა" - „ ოცნებამ“ ოპოზიციის ინციატივას მხარი არ დაუჭირა
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ინციატივას მხარი არ დაუჭირა.
დღეს პარლამენტში ანტიკორუფციული საბჭოს შექმნის ალეტრნატიულ პროექტს განიხილავდნენ.
თუმცა კომიტეტის სხოდმაზე ოპოზიციის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებას ერთი კითხვაც კი არ დაუსვამს. მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ოლიგარქის ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლა არ სურს.
პარტია „ლელოს“ ლიდერის თქმით, ხელისუფლებას არ აწყობს ელიტურ კორუფციასტან რეალური ბრძოლა და სწორედ ამიტომ არ დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს მხარი.
მოქმედი მმართველი პარტია, ყოფილ მმართველ პარტიასავით უკვე მოექცა იმ მოვლენების ტყვეობაში, რასაც ქვია ბიზნეს-პოლიტიკური, კლანური ურთიერთობის ქსელი, ამიტომაც არ აწყობს ელიტურ კორუფციასტან რეალური ბრძოლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი მიღებული იქნება ამ მოწვევუის პარლამენტის თუ არა, შემდეგი პარლამენტის მიერ და ჩვენი გზავნილი ევროპასთან არის ის, რომ მხოლოდ ხელისუფლების მოქმედებებით არ განსაზღვროს ქართული სახელმწიფოს რაობა და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენ გვესმის, როგორი სააგენტო სჭირდება კორუფციასთან ბრძოლას“. - თქვა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, გიორგი კახიანი ამბობს, რომ ხელისუფლებას უკვე აქვს შემუშავებული ინიციატივა, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და ის ევროკავშირის მიერ მოცემულ 12 რეკომენდაციას სრლად აკმაყოფილებს.
ინიციატივა, რომელიც ჩვენს მიერ არის შემუშავებული, სრულად შეესაბამება იმ დოკუმენტაციას, რომელიც 12 პუნქტის ფარგლებში არის ჩვენთვის შემუშავებული. განსხვავებები, ჩვენს მიერ ინიცირებულსა და ოპოზიციური ჯგუფების მიერ ინიცირებულ პროექტებს შორის არის ის, რომ მათ უნდათ, რომ საგამოძებო ფუნქციები იმავდროულად გადავიდეს ანტიკორუფციული სააგენტოს ხელში. მსჯელობა ერთად არ ყოფილა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში“. - ამბობს კახიანი.