ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ არჩევნებში მონაწილეობისთვის - მელია
ენმ“-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ის თვენახვერის წინ იყო ინიციატორი, რომ პარტიაში არჩევნები ჩატარებულიყო.
ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, ის მზად იყო, არის და იქნება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
მან კოლეგებს ტექნიკური საკითხების შესათანხმებლად კონსულტაციებისკენაც მოუწოდა და ასევე ერთ საინტერესო დეტალზეც გაამახვილა ყურადღება.
მელიას ვარაუდით, ადამიანებს, მის კოლეგებს, რომლებმაც დღეს ბრიფინგი გამართეს, შორს მიმავალი გეგმები აქვთ, რომელთა შესახებ, მისი თქმით, სულ მალე გახდება ცნობილი.
ასევე განაცხადა, რომ თანაგუნდელების ნათქვამში ახალი არაფერი მოუსმენია და მათ განცხადებას ნაჩქარევი უწოდა.
ოპოზიციონერმა ისაუბრა კონკურენტზეც და თქვა, რომ მალე გამოჩნდება თუ ვინ იქნება არჩევნებში მისი კონკურენტი.
დღეს გამართულ ბრიფინგებზე არაფერი ახალი არ თქმულა და ახალი არაფერი მომისმენია, გარდა თავად განცხადების ფორმისა.
თუ რა გახდა რეალური მიზეზები და მიზანი ამ საკითხებზე საუბრის ჩემი კოლეგების მხრიდან, ამას უახლოესი პერიოდი მოჰფენს ნათელს.
მე მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და ამ ინიციატივით თვენახევრის წინ გამოვედი. ამიტომაც, ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში“- განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსნებთ, რომ ენმ-ს ახალი თავმჯდომარის არჩევის მოთხოვნით, პარტიის წევრების ნაწილმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთებს.