ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 109-ე შეხვედრა მიმდინარეობს

10.11.22 11:56
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 109-ე შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 109-ე შეხვედრა მიმდინარეობს. 

მონაწილე მხარეები გამყოფ ხაზთან, ბოლო 2 თვის განმავლობაში დაფიქსირებულ ინციდენტებს - უკანონო ბორდერიზაციას და გატაცების შემთხვევებს განიხილავენ.  

ოკუპანტების ტყვეობაში საქართველოს 4 მოქალაქე რჩება. სწორედ ეს იქნება დღევანდელი შეხვედრის განხილვის ძირითადი თემა.

რაც შეეხება ბოლო 2 თვის ინციდენტებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, შიდა ქართლში დაფიქსირდა გატაცების 6 და უკანონო ბორდერიზაციის 9 შემთხვევა.

მთავარი განსახილველი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე იქნება, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი და ასევე, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი“. - ამბობს ირაკლი ანთაძე.
 

მსგავსი სიახლეები