გვარამიას დაკავება აფერხებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს - ეთნიკური უმცირესობების მიმართვა პრეზიდენტს
პრეზიდენტის სამუშაო მაგიდაზე უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ახალი წერილი დაიდება - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ.
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი სამოქალაქო აქტივისტები თვლიან, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად ერთადერთი გონივრული ნაბიჯი ნიკა გვარამიას შეწყალება იქნება.
ჩვენ, საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები მივმარტავთ საქართველოს პრეზიდენტს და მოვუწოდებთ, შეიწყალოს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიას დაკავება არის ერთ-ერთი მოტივი, რომელიც მთლიანად აფერხებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. 12-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ამ პროცესში - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ლამის წერილების მთელი დასტაა მიტანილი. ყველას ერთი მოთხოვნა აქვს, გათავისუფლდეს პოლიტპატიმარი მედიამენეჯერი, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე დუმილის რეჟიმშია.