პარტიის შიდა არჩევნებში კანდიდატურის დაყენებას არ ვაპირებ - ცისკარიშვილი

10.11.22 13:32
პარტიის შიდა არჩევნებში კანდიდატურის დაყენებას არ ვაპირებ - ცისკარიშვილი

„ენმ“-ს ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ პარტიის თამჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, "ქართული ოცნება" პარტიის შიდა პროცესებში ვერ ჩაერევა.

ცისკარიშვილი ირაკლი კობახიძეს პირდაპირ ეუბნება, რომ "ქოცები ენმ-ს თავმნჯდომარეს ვერ აირჩევენ": 

მე არ ვაპირებ კანდიდატურის დაყენებას. ვნახოთ, ვინ გამოიკვეთებიან კანდიდატები, როგორი კამპანია იქნება. მთავარია, რომ ეს იქნება ნაციონალური მოძრაობის შიგნით. პროცესი წავა მშვიდად და დემოკრატიულად. და კობახიძს მსგავსი სუბიექტები როცა ერევიან, მათ ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ რომელ მხარესაც ჩაერევიან, სწორედ იმ მხარეს დააზიანებენ. ქოცები არ ირჩევენ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს. - ამბობს ცისკარიშვილი.
 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ კეზერაშვილს ენმ-ის თავმჯდომარედ პეტრე ცისკარიშვილი სურს.  

ენმ-ში ახალი თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები გუშინ, პარტიის წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა მოითხოვა. ბრიფინგი ამ თემაზე თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი ნადირაძემ ენმ-ს რეგიონულ ხელმძღვანელებთან ერთად ჩაატარა. 

ენმ-ს განახლების აუცილებლობაზე საუბრობს ლევან ხაბეიშვილიც, თუმცა ამბობს, რომ თავმჯდომარეობას არ აპირებს.

თავად მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი განცხადება გუშინ, 9 ნოემბერს, საღამოს გააკეთა და განაცხადა, რომ  ნებისმიერ დროს მზადაა პარტიის არჩევნებში მონაწილეობისთვის.

მსგავსი სიახლეები