თუ ხატია დეკანოიძე კანდიდატურას დააყენებს, მე მივესალმები - ცისკარიშვილი
დააყენებს თუ არა ხატია დეკანოიძე საკუთარ კანდიდატურას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში - პარტიის გენერალური მდივანის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ეს თავად ხატია დეკანოიძის გადასაწყვეტია, თუმცა ოპოზიციონერი იმასაც აღნიშნავს, რომ მიესალმება, თუ დეკანოიძე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ეს არის ხატიას გადასაწყვეტი, ნებისმიერი სხვა ჩვენი ლიდერის თუ წევრის თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ადამიანის გადასაწყვეტი, დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას. ხატია დეკანოიძე ჩემი მეგობარია, ლიდერია ჩვენი პარტიის და კანდიდატურას თუ დააყენებს, მე მივესალმები. უბრალოდ, კიდევ ვამბობს, რომ პარტიის შიგნით ყველა ვართ მეგობრები, ამდენი წელი ერთად მოვდივართ და ვებრძვით ამ რეჟიმს, ამიტომ, აქ მთავარი გადამწყვეტი იქნება, ვის რა ხედვა ექნება, თუნდაც როგორ აპირებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და იზულებას არ რეჟიმის, რომ ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეს საქმე. ასევე რა გეგმები აქვს მიხეილ სააკაშვილის საპყრობილედან გამოხსნის თაობაზე “. - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
ენმ-ში ახალი თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები გუშინ, პარტიის წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა მოითხოვა. ბრიფინგი ამ თემაზე თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი ნადირაძემ ენმ-ს რეგიონულ ხელმძღვანელებთან ერთად ჩაატარა.
ენმ-ს განახლების აუცილებლობაზე საუბრობს ლევან ხაბეიშვილიც, თუმცა ამბობს, რომ თავმჯდომარეობას არ აპირებს.
თავად მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი განცხადება გუშინ, 9 ნოემბერს, საღამოს გააკეთა და განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს მზადაა პარტიის არჩევნებში მონაწილეობისთვის.