"თუ იტყვი, რაშიც არის საქმე, გპირდებით, რომ თქვენი ლიკვიდაცია არ მოხდება"- სუსი დაკავებულს გარიგებას სთავაზობდა
"პირველებმა" თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის ექსკლუზიური დეტალები დაადგინა. 40 წლის კაცის ცოლი ამბობს, რომ სუს-ის თანამშრომლები სპარსული ენის თარჯიმანს გარიგებას სთავაზობდნენ, თუ ალაპარაკდებოდა, მაშინ ხელშეუხებელი იქნებოდა.
რა იცის სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულმა თარჯიმანმა, რომელსაც ირანში ნათესავი ჰყავს და რისი თქმა შეუძლია, ამას ოჯახის წევრები არ ამხელენ.
ასეთი რამ მომხვდა ტურში, რომ თუ იტყვი, რაშიც არის საქმე, გპირდებით, რომ თქვენი ლიკვიდაცია არ მოხდება. ცემა, ლიკვიდაცია არ გემუქრებათ, ჩვენ დაგიცავთო. ვუთხარი, რამე მიმანიშნეთ მაინცთქოი, მაგრამ უფლება არ გვაქვსო"- აცხადებს დაკავებულის ცოლი.
ირკვევა, რომ დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროში 2 წლის განმავლობაში მუშაობდა.