მელიას მომხრე, თუ მოწინააღმდეგე - პეტრე ცისკარიშვილის კომენტარი
მელიას მომხრე თუ მოწინააღმდეგე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ვინ ვის ფლანგშია და ვისი მხარდამჭერია, ეს კანდიდატების გამოკვეთის შემდეგ გახდება ცნობილი.
როდესაც გამოიკვეთებიან კანიდატები, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, ვინ რომელ მხარეს დგას“. - ამბობს ცისკარიშილი.
ენმ-ში ახალი თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები გუშინ, პარტიის წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა მოითხოვა. ბრიფინგი ამ თემაზე თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი ნადირაძემ ენმ-ს რეგიონულ ხელმძღვანელებთან ერთად ჩაატარა.
ენმ-ს განახლების აუცილებლობაზე საუბრობს ლევან ხაბეიშვილიც, თუმცა ამბობს, რომ თავმჯდომარეობას არ აპირებს.
თავად მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი განცხადება გუშინ, 9 ნოემბერს, საღამოს გააკეთა და განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს მზადაა პარტიის არჩევნებში მონაწილეობისთვის.