"ენმ-ს იმდენად უნდოდა ვადამდელი არჩევნები, რომ საკუთარ პარტიაში ჩანიშნა" - იონათამიშვილის მტკიცებით, "კვალი კეზერაშვილამდე" მიდის
"ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენად უნდოდა ვადამდელი არჩევნები ჩანიშნულიყო, როგორც ჩანს, საკუთარ პარტიაში ჩანიშნა"- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ენმ-ში მიმდინარე პროცესებს.
მისი თქმით, "არეულობის უკან კეზერაშვილი და მისი კრიმინალური ფული დგას, სწორედ ამ ფულის გადანაწილებისთვის ნადირობას ვხედავთ".
ძალიან დრამატული საყურებელია, რაც ხდება და ერთია მნიშვნელოვანი, რომ გუშინ გაიხსნა ტრანსნაციონალური დანაშაული, რომლის კვალი, სავარაუდოდ, კეზერაშვილამდე მიდის და ახლა ტარდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვადამდელი არჩევნები, რომლის კვალი ასევე, კეზერაშვილამდე მიდის"- თქვა დეპუტატმა.
ენმ-ში მიდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმაც. მისი თქმით, ენმ-ში დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს:
მათი გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა მელიას, ვინ იქნება კანდიდატი. ერთი რამ ცხადია, დაპირისპირება აქვთ და არ დაწყებულა გუშინ, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს დაპირისპირება“, - აღნიშნავს კალაძე.