,,ქართულმა ოცნებამ" ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიერა - სალომე სამადაშვილი

10.11.22 15:43
,,ქართულმა ოცნებამ" ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიერა - სალომე სამადაშვილი

,,ქართულმა ოცნებამ" ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიერა, - ამის შესახებ ,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, განაცხადა. მისი  განმარტებით, თეა წულუკიანის სკანდალური განცხადება დასტურია იმისა, რომ მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმასაც პროგნოზირებს, რომ ,,ქართული ოცნება" იმ რეფორმებს არ გაატარებს, რასაც მისგან ევროკავშირი ითხოვს, რადგან ეს რეფორმები სისტემას ჩამოშლის. 

ევროკავშირი ითხოვს კონკრეტული რეფორმების გატარებას, ეს რეფორმები კი რეალურად ნიშნავს იმ სისტემის ჩამოშლას, რაზეც ივანიშვილის რეჟიმი დგას. სწორედ ამიტომ არ გაატარებს ამ რეფორმებს ,,ქართული ოცნება". 

რეფორმის არარსებობის შემთხვევაში ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ამიტომაც დღეს უკვე ,,ქართულმა ოცნებამ" ღია ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიერა. ყველაზე დიდი ირონია ის არის, რომ ამაში საკუთარ პარტნიორ დასავლურ პარტიას- ,,სოციალისტურ პარტიას" იმაში ადანაშაულებენ, რომ მათ არა მარტო სურთ, პარტნიორ პარტიას ხელი შეუშალონ, რომ ქვეყანამ  კანდიდატის სტატუსის ვერ მიიღოს, ასევე, თითქოს, მათ სურთ, პარტნიორი პარტია ხელისუფლებას ჩამოაშორონ. - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. 

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მისი ვარაუდით,  ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე მხარდაჭერილი დოკუმენტი "ნაყოფიერი ნიადაგია" საქართველოსთვის ევროკაშირის კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად.

მსგავსი სიახლეები