"ხერსონის დაცემა პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფაა" - მიხეილ სააკაშვილი

10.11.22 17:00
"ხერსონის დაცემა პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფაა" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხერსონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ხერსონის დაცემა უდიდესი დამარცხებაა რუსეთისთვის.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფაა.

ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის ავღანეთში წაგების შემდეგ და უდიდესი გამარჯვება უკრაინისა და თავისუფალი სამყაროსთვის. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაში გადახდილია უძვირფასესი ფასი - ასეულობით ჩვენი დაღუპული მებრძოლის, მათ შორის ქართველების სიცოცხლე. რუსეთის ყველა პროპაგანდისტს ცხვირპირი ჩამოსტირის. ეს არის ასევე პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფა. 
ძალიან ვამაყობ ჩვენებით". - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები