შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმას" ადარებს

10.11.22 17:01
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმას" ადარებს

ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჯორჯ ორუელის ცხოველების ფერმას ადარებს.

"გვთავაზობენ, მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი"- თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ "ტვ იმედთან". 

ამასთან, "ქართული ოცნების" ლიდერმა, ნიკა გვარამიას გაოლიგარქებულ მედია მენეჯერად მოიხსენებს.

მეტიც, პაპუაშვილი უფრო შორსაც წავიდა და ევროპარლამენტი რუსული ბრძოლის მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა.

ეს არის ჯორჯ ორუელისეული ტიპიური "ნიუსსპიკი" როდესაც ჩვენ გვთავაზობენ, რომ მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ქართული ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს ვუწოდოთ მედიამენეჯერი. ქართველი ხალხის ჩაგვრის სისტემის შემქმნელ სააკაშვილს ვუწოდოთ დემოკრატიის შუქურა და ასე შემდეგ...

ამოტრიალებული რეალობა და სიყალბე რომლის აღიარებასაც გვთავაზობენ და რა თქმა უნდა არ ვაპირებთ ასეთი სიყალბეების აღიარებას. ასეთი ამოტრიალებული რეალობის შემქმნელი ერთადერთი სახელმწიფო მახსენდება და ეს არის რუსეთი. რა თქმა უნდა სამწუხაროა, როდესაც ხედავ, ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები