პროკურატურა სოსო გოგაშვილის ბიძაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ 10 ათასიან გირაოს ითხოვს

10.11.22 17:48
პროკურატურა სოსო გოგაშვილის ბიძაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ 10 ათასიან გირაოს ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლე დავით კურტანიძე სოსო გოგაშვილის ბიძაშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე  მსჯელობს. ნიკა გოგაშვილს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, გამოძიების მტკიცებით, საუბარია იმ იარაღზე, რომელიც სუსის ექს-შეფის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

დაცვის მხარის მტკიცებით, იარაღი ნიკა გოგაშვილს კანონიერად ეკუთვნოდა და ამ ფაქტში სისხლის სამართლის დანაშაული არ იკვეთება. 

ბრალდების მხარე კი მიიჩნევს, რომ ნიკა გოგაშვილი ცეცხლსასროლ იარაღს მართლსაწინააღმდეგოდ ფლობდა, თუმცა, მიუხედავად ამ მძიმე დანაშაულისა, პროკურატურამ სასამართლოს წინაშე სუსის ექსმაღალჩინოსნის ნათესავის 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საკითხი დააყენა. 

ამ წუთებში მოსამართლე დავით კურტანიძე გასულია გადაწყვეტილების მისაღებად.

მსგავსი სიახლეები