"ენმ"-ში კეზერაშვილის შავი ფულის გადანაწილება მიდის - თალაკვაძე
ირაკლი კობახიძის შემდეგ „ენმ“-ს შიდა პარტიულ დაპირისპირებეზე არჩილ თალაკვაძეც ალაპარაკდა.
„ოცნების“ ლიდერი ცდილობს დაამტკიცოს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გავლენებისთის დავით კეზერაშვილი იბრძვის
მისი თქმით, ახლა პარტიაში კეზერაშვილის შავი ფულის გადანაწილება მიდის და ეს ფული ყველაზე უპრინციპო და თავზეხელაღებულ კანდიდატს დარჩება.
ვხედავთ, რომ მიმდინარეობს შიგნით კეზერაშვილის გაყოფა- გადანაწილების პროცესი, კეზერაშვილი ნიშნავს „შავ ფულს“ პარტიული დაფინანსებისთვის, ნიშნავს ტელევიზიებს და ეს არის შანტაჟის მთავარი ინსტრუმენტები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ როგორც შიგნით, ისე გარეთ.
გახსოვთ, რომ ასე აშანტაჟებდნენ დანარჩენ ოპოზიციასაც, როდესაც ბოიკოტი იყო პარლამენტის წინააღმდეგ. კეზერაშვილი, მისი „შავი ფული“, სატელევიზიო გავლენები დარჩება იმას, ვინც არის უფრო უტიფარი, უფრო მეტად თავზეხელაღებული, უფრო მეტად უპრინციპო და უფრო მეტად მყვირალა. ველით, რომ ასეთი კანდიდატი იქნება შერჩეული მელიას ნაცვლად. ფაქტია, რომ ეს პარტია არის დესტრუქციული“,- განაცხადა თალაკვაძემ.