ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარია მზად არიან ეშმაკსაც კი შეეკრან - თალაკვაძე
„ოცნების“ ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ასევე ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას სამეული წარმატებისთვის მზად არის, რომ თვით ეშმაკსაც შეეკრას.
თალაკვაძე ამბობს, რომ მათთვის არაფერი სუფთა და ღირებული არ არსებობს და ნებისმიერი მეთოდით ცდილობენ ხელსიუფლებაში დაბრუნებას.
ის ფაქტი და განცხადება, რომ ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარია და სხვები მზად არის, რომ პოლიტიკური წარმატებისთვის ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი, ნებისმიერთან დადონ ხელშეკრულება, ეშმაკსაც კი შეეკრან, ეს თავისთავად მიუთითებს, რომ მათთვის არაფერი სუფთა და ღირებული არ არსებობს. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, ეს არის პოლიტიკური შურისძიება და ეს არის როგორმე, ნებისმიერი მეთოდით ხელუსუფლებაში ძალაუფლების დაბრუნება“,- განაცხადა თალაკვაძემ.