ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების მომხრეთა რიცხვი საათობრივად იზრდება - ირაკლი ნადირაძე

10.11.22 17:05
ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების მომხრეთა რიცხვი საათობრივად იზრდება - ირაკლი ნადირაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ პარტიაში თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების მომხრეთა რიცხვი საათობრივად იზრდება. 

დეპუტატმა ჟურნალისტები დღეს ისევ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიბარა და თქვა, რომ  „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების ინიციატივას პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატი უკვე შეუერთდა.

მისივე თქმით, ხელახალი არჩევნების ჩატარების ინიციატივას საკრებულოს წევრები და 52 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იზიარებს: 

"მივესალმებით პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას, რომლითაც ის დათანხმდა ჩვენს ინიციატივას, დაინიშნოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის და ასევე შიდაპარტიული არჩევნები. ამასთანავე ჩვენს ამ ინიციატივას შემოუერთდდა საქართველოს პარლამენტის 10 დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 4 დეპუტატი, ენმ-ს 52 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები მთელი საქართველოდან 277 დეპუტატი. ყველა ეს ადამიანი, რა თქმა უნდა ჩვენს ასობით ათას მხარდამჭერთან ერთად ველოდებით დაინიშნოს პოლიტიკური საბჭოს არჩევნები, რომ რაც შეიძლება მალე დავნიშნოთ არჩევნების თარიღი და გადავიწვითოთ, რა წესით ჩატარდება ეს არჩევნები. მხარდამჭერების რაოდენობა, რომლებიც ჩამოვთვალე არის მხოლოდ ერთი დღის მონაცემი და მათი რაოდენობა საათობრივად იცვლება და რა ტქმა უნდა კიდევ უფრო გაიზრდება. 

ბოლოს, ჩვენს ასობით ატას მხარდამჭერს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა ვუთხრათ, რომ ეს ყველაფერი ერთადერთი მიზნით კეთდება. რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდეს, იმიტომ რომ ფორმაში მყოფი ენმ, ძლიერი, ორგანიზებული ნაციონალური მოძრაობა სჭირდება ოლიგარქის დამარცხებას და სჭირდება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას"- თქვა ნადირაძემ. 

მსგავსი სიახლეები