"ენმ"-ში მუშტი-კრივიც კი გამართულა ოლიგარქ კეზერაშვილის დაფინანსებისთვის" - მათიკაშვილი

10.11.22 17:37
"ენმ"-ში მუშტი-კრივიც კი გამართულა ოლიგარქ კეზერაშვილის დაფინანსებისთვის" - მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ხელჩართული ბრძოლა და მუშტი-კრივი დავით კეზერაშვილის დაფინანსების მოპოვებისთვის არაერთხელ გამართულა.

მათიკაშვილი ამბობს, რომ „ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა“ საჭირო არ არის, რადგან ყველაფერი ნათელია.

არავითარი მიყურადება, დაყურადება და შეყურადება არ არის საჭირო, კარგად იცის საზოგადოებამ რა ხდება იქ სადაც მიდის უსერიოზულესი ნგრევა.
ამ რადიკალური დაჯგუფების ოფისში ხელჩართული ბრძოლა და მუშტი-კრივიც კი გამართულა პირველობის თუ ოლიგარქ კეზერაშვილის დაფინანსების მოპოვებისთვის, რომ არანაირ „ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა“ არ არის საჭირო“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები