არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში" - ვინ ჩაერთვება ნიკა მელიასთან ბრძოლაში

11.11.22 11:10
არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში" - ვინ ჩაერთვება ნიკა მელიასთან ბრძოლაში

ვინ ჩაერთვება ნიკა მელიასთან შესაძლო ბრძოლაში? - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯომარეობის სურვილი უკვე გამოთქვა გიორგი ჩალაძემ.  ცნობილია, რომ ჩალაძე მელიასთან მწვავე დაპირსპირებაში იმყოფება. ამასთან, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არც ლევან ხაბეიშვილი გამორიცხავს. 

ხაბეიშვილის განმარტებით, პროცესშ მონაწილეობას გუნდის სურვილის შემთხვევაში მიიღებს. ამასთან, პარტიის წევრი ამბობს, რომ საკუთარი უარს, შესაძლოა, ხატია დეკანოძემ და პეტრე ცისკარიშვილმაც გადახედონ. 

მე შემიძლა თამამად გითხრათ, რომ ეს სურვილი ჩემიდან არ გამომდინარეობს და ცხადია, გუშინ გავაკეთე განცხადება, რომ მე ეს არ მაინტერესებს, თუმცა არ ნიშნავს იამს,რომ გინდის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე კონსულტაციების შემდეგ ჩენ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღოთ. იგივე პეტრესთან დაკავშირებით, იგივე ხატიასთან დაკავშირებით. ჩემო ძვირფასებო, რაც დასჭირდება პარტიას, რაც დასჭირდება საქმეს, მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას. ზოგადად, ასე ხდება ეს და ის, რომ ჩვენ ამ დროისათვის არ ვაფიქსირებთ პირობითად, რომ „იცი, რა, ჩვენ გვაინტერესებს პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებშ მონაწილეობის მიღება, არ ნიშნავს იმას, რომ როცა გარკვეული იქნება თარიღი, როცა გარკვეული იქნება ფრომა, ამის შემდეგ ჩვენ არ გავმართავთ ერთმანეთთან კონსულტაციებს, - თქვა ხაბეიშვილმა. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავმდჯომარეობის კანდიდატებს შორის, შესაძლოა, ლევან ვარშალომიძეც იყოს. ამის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კონკრეტისგან თვა სიკლავებენ. გიორგი ბარამიძის თქმით, მიესალმება ყველას, ვინც არჩევნებში მონაწილოებას გადაწყვეტს. 

არ ვიცი ვის აქვს განზრახვა. ყველას მივესალმები, ვისაც ექნება სურვილი, რომ მიიღოს კონკურენტულ გარემოში მონაწილეობა, იმ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება ყველა თანამდებობაზე, იმიტომ, რომ შესაბამისი არჩევითი თანამდებობები ყველა უდნა იყოს გადარჩეული, ამიტომ, ბუნებრივია, ლებანი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ღირსეული ჩვენი წევრი, ყველას აქვს უფლება ამ პროეცსში მიიღოს მონაწილეობა, - თქვა ბარამიძემ.

ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც ამ დროისათვის პარტიის თავმდჯომარეობის არჩევნებში მონაწილეობა თავად დაადასტურა, ნიკა მელიაა. 

როდის გამართება ენმ-ში არჩევნები, ჯერჯერობით უცნობია. 

მსგავსი სიახლეები