"ოცნება“ არაფერს თმობს - პარლამენტში დეოლიგარქიზაციის კანონს, სავარაუდოდ, მეორე მოსმენით მიიღებენ

11.11.22 11:21
"ოცნება“ არაფერს თმობს - პარლამენტში დეოლიგარქიზაციის კანონს, სავარაუდოდ,  მეორე მოსმენით მიიღებენ

„ქართული ოცნება“ არაფერს თმობს. დღეს, 2 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, დიდი ალბათობით, დეოლიგარქიზაციის კანონს მეორე მოსმენით მიიღებენ.

ოპოზიცია ამბობს, რომ მმართველი გუნდი ბიძინა ივანშვილის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებს.

„ენმ“-ს ლიდერის დავით კირკიტაძის განცხადებით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში არის ერთადერთი ოლიგარქი და ეს ბიძინა ივანიშვილია.

ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი დაიცვას და გაატაროს. მხოლოდ ამას აკეთებენ ისინი. მაგრამ ამით ისინი, ვერც ქართველ ხალხს და ვერც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვერ აუხვევენ თვალს და ვერ შეიყვანენ შეცდომაში, იმიტომ რომ, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში არის ერთადერთი ოლიგარქი, რომელსაც აქვს განუზომელი ძალაუფლება და გავლენა ხელისუფლების ყველა შტოზე და ეს არის ბიძნა ივანიშვილი“. - ამბობს დავით კირკიტაძე.

"ივანიშვილის არაფორმალური გავლენებისგან საქართველოს მთავრობა,  ქართული პოლიტიკა და საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს"- ასეთია ევროპარლმენტის პოლიტკური ვერდიქტი "ოცნებისთვის".

ევროპარლამენტი მოუწოდეს საქართელოს ხელისუფლებას აღმოფხვრას ბიძინა ივანიშვილის გადამეტებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

აღნიშნული შესწორება, ევროპარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო და ის რეოზლუციის კომპრომისულ ვერსიაში დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივეა ნახსენები.

მსგავსი სიახლეები