სკანდალი ქედაში - საკრებულოს თავმჯდომარის სიძე ხელფასს თვეში რამდენჯერმე ირიცხავს

11.11.22 11:51
სკანდალი ქედაში - საკრებულოს თავმჯდომარის სიძე ხელფასს თვეში რამდენჯერმე ირიცხავს

დიდი სკანდალი ქედაში და ცხოვრება ბიუჯეტის ხარჯზე.  მორიგი, სავარაუდო კორუფიული სქემა „ტვ პირველმა“ გაშიფრა. მოპოვებულია აღიარებითი ჩვენება. როგორც გაირკვა, საკრებულოს თავმჯდომარის სიძე ხელფასს თვეში ორჯერ, ან სამჯერ ირიცხავს. 

ამირან ცინცაძის სიძე ქედის ავტოტრასპორტის დირექტორია და „ტვ პირველთან“ საუბარში არც იმას უარყოფს, რომ კანონი დაარღვია.

გიორგი ბარამიძე "პირველებთან" საუბრობს, თუ როგორ ხდებოდა სავარაუდო ფულის გათეთრება და ასევე აღნიშნავს, რომ მერიაში ხარჯთაღრიცხვის წარდგენისას მისთვის შენიშვნა არასოდეს არავის მიუცია.

„თვეში, დაახლოებით 2-ჯერ 3-ჯერ ვიღებდი ხელფასს. მომსახურებაზე დაახლოებით წლის განმავლობაში 40 ათას ლარს. შეიძლებოდა მეორე შემთხვევაც გამეთვალისწინებინა, რაც მოხდა ხელვაჩაურში. ამეყვანა ფიქტიურად 3 თანამშრომელი. გადამენაწილებინა იმათზე ჩვეულებრივად ხელფასები და ტავისი პლასტიკრუი ბარათები მქონოდა ჯიბეში და მე ამეღო ხელფასი. ეს არ გავაკეთე. სახელმწიფოს არ დავუმალე გადასახადები და ვირიცხავდი მე. 2022 წელს დავამატე ორი თანამშრომელი, შემიმსუბუქდა მუშაობა, ანუ, მე ჩემი დანახარჯები აღარ მქონდა იმდენი, რომ ამეღო. გადანაწილდა იმ თანამშრომლებზე და ფონდი დარჩა იგივე. თუ სადმე რეგიონში ან თბილისშ ვიყავით წამოსასვლელი ჩვენი კუთვნილი ხელფასიდან ხო არ დავხარჯავდით მაგას, ამონაწერები ხარჯთაღრიცხვის დამაქვს მე მერიაში ყოველთვის, წარდგინებას ვაკეთებ, ჩამოწერა ხდება და მირიცხავენ ახალ კვარტალს. შენიშვნა არასოდეს არავის არ უთქვამს“. - ამბობს ბარამიძე. 

ქედის მუნციპალიტეტის მერიაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პასუხი არ აქვთ. ერთადერთი უწყება,  რომელიც მერიაში კანონის დარღვევაზე საუბრობს, აუდიტის სამსახურია. 

აუდიტის სამსახური „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრებთან საუბრისას პირდაპირ ადასტურებს, რომ ბიუჯეტის თანხის საკუთარ ანგარიშზე თვეში სამჯერ დარიცხვა ნამდვილად კანონის დარღვევაა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები