"მელია უუნარო თავმჯდომარეა" - გიორგი მუმლაძე ,,ენმ"-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს

11.11.22 12:40
"მელია უუნარო თავმჯდომარეა" -  გიორგი მუმლაძე  ,,ენმ"-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს

გადაწყვეტილება მიღებულია, ვაპირებ მონაწილეობის მიღებას  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუმლაძე, სოციალურ ქსელში წერს. 

მუმლაძე აცხადებს, რომ ნიკა მელია უუნარო თავმჯდომარეა და ამიტომ აპირებს, ის პარტიის მართვას ჩამოაშოროს.

ჩემი მიზანია, არსებული უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და  პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი, სრულად ჩამოცილდეს პარტიის მართვას!
ცვლილებების შემდეგ,  პარტიის უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსი, უნდა მიემართოს რუსი ოლიგარქის "იძულების კამპანიისკენ", რითაც დავიხსნით  მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ტყვეობიდან და გადავარჩენთ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს!
მოვითხოვ, ჩემი წარმომადგენლები, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის
არჩევნების ფორმატის შემუშავებაში,  რომ  პროცესი იყოს სანდო, გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს სამართლიან კონკურენციას!
პარტიაში ჩატარდება ძირეული და არა კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები. დამკვიდრდება შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება მონაწილეობითი და არა კულუარული!
ვიწვევ ნიკა მელიას, ნებისმიერი ფორმატის საჯარო დებატებში და მზად ვარ, არგუმეტურებულად ავუხსნა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები ამ პარტიისთვის!
მივმართავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement -ს, დროულად მოიწვიოს პოლიტსაბჭო და უზრუნველყოს სანდო საარჩევნო პროცესი
! - წერს სოციალურ ქსელში გიორგი მუმლაძე.

 

მსგავსი სიახლეები