საქართველოდან რუსეთში ბიძინა ივანიშვილის უახლოესმა გარემოცვამ 40 მილიონის სასმელი გაიტანა

11.11.22 13:33
საქართველოდან რუსეთში ბიძინა ივანიშვილის უახლოესმა გარემოცვამ 40 მილიონის სასმელი გაიტანა

ბიძინა ივანიშვილის უახლოესმა გარემოცვამ ოკუპანტ ქვეყანაში საქართველოდან მხოლოდ ერთ წელში 40 მილიონი დოლარის სპირტიანი სასმელები და ალკოჰოლი გაიტანა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადასტურებს.

ცნობილია კომპანიები, რომლებსაც რუსეთში დიდი რაოდენობით სპირტიანი სასმელები გააქვს. მათი მფლობელები კი დაკავშირებული არიან ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვასთან: ესენია: ,,გურჯაანის ღვინის ქარხანა", რომლის სამეთვალყურეო საჭოში არიან ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი და ,,ქართული ოცნების" დეპუტატის ძმა, დავით დუგლაძე; დიდი რაოდენობით სპირტიანი სასმელი რუსეთში გააქვს ივანიშვილის დეიდაშვილის, უცა მამაცაშვილის ბიზნესპატრნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია ,,ბოლეროს"; რუსეტში სასმელი გააქვს კომპანია ,,ასკანელ ძმებს", რომლის მფლობელები, ძმები ჩხაიძეები დაკავშირებული არიან ბიძინა ივანიშვილის ცოლთან და არიან ასევე ირაკლი ღარიბაშვილის ნათელ-მირონები.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით საქართველოდან რუსეთში სპირტიანი სასმელების გატანა 65%-ით არის გაზრდილი. 

ეკონომიკის ექსპერტის, ოთო აბესაძის, ინფორმაციით, ექსპორტზე ალკოჰოლის გატანა ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.

ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი- ეს არის ერთ-ერთი მსხვილი ეკონომიკური აქტორი, რომლთაც ოპერირება სამთავრობო ლობის გარეშე წარმოუდგენელია. 

რუსეთში სპირტიანი სასმელების ექსპორტის 65%-იანი ზრდა მხოლოდ ერთადერთ რამეზე მიანიშნებს- ეს არის სამთავრობო პოლიტიკით წახალისებული ექსპორტი, რომელიც ეკონომიკურად ექვემდებარება სანქცირებულ ოკუპანტ სახელმწიფოს - აცხადებს ექსპერტი ოთო აბესაძე.

მსგავსი სიახლეები