ჩემი უშუალო კონკურენტი არა ნიკა მელია, არამედ უმოქმედობა და ჭაობია - გიორგი მუმლაძე

11.11.22 13:22
ჩემი უშუალო კონკურენტი არა ნიკა მელია, არამედ უმოქმედობა და ჭაობია - გიორგი მუმლაძე

სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების გიორგი მუმლაძე "პირველებთანაც" აცხადებს, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, მისი მიზანს არა ნიკა მელიას ჩანაცვლება, არამედ უმოქმედობასთან ბრძოლა წარმოადგენს. 

ჩემი უშუალო კონკურენტი არის, ამ შემთხვევაში, არა უშუალოდ ნიკა მელია, არამედ უმოქმედობა, ჭაობი და არადემოკრატიული პროცესი. მე ამის დამარცხებას ვაპირებ. რაც უფრო ჯანსაღი იქნება პროცესი და რაც უფრო დემოკრატიული, საბოლოო ჯამში, უფრო გამოიკვეთება ვინ რისი გამკეთებელია და რას გვთავაზობს. მე ვთავაზობ კონკრეტულ გეგმას: უნდა ვაიძულოთ რუსი ოლიგარქი, რომ, პირველ რიგში, გადავარჩინოთ და დავიხსნათ პოლიტიკური ტყვეობიდან მიხეილ სააკაშვილი და ყველა პოლიტპატიმარი და ასევე, გადავარჩინოთ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. მე მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს, გამოსცადოს თავისი შესაძლებლობები და პლიუს,  ვინც არ გაექცევა პასუხისმგებლობას, - თქვა მუმლაძემ. 

მსგავსი სიახლეები