ოპოზიციას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება აღარ აწყობს, იმიტომ, რომ შეიძლება მათაც შეეხოს - ქადაგიშვილი

11.11.22 13:19
ოპოზიციას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება აღარ აწყობს, იმიტომ, რომ შეიძლება მათაც შეეხოს - ქადაგიშვილი

თავდასხმები და ისრების გადატანა ოპოზიციაზე - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას  დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება არ აწყობთ, რადგან უმრავლესობის წევრის თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტები მიხვდნენ, რომ ეს კანონი  შეიძლება მათაც შეეხოს.

ქადაგიშვილი ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციასაც გამოეხმაურა და დოკუმენტს გადღაბნილი და რეალობას აცდენილი უწოდა.

“უბრალოდ დღეს მათ აღარ აწყობთ ამ კანონის მიღება, ამ შინაარსით, იმიტომ, რომ ხედავენ, რომ ეს კანონი შეიძლება ოპოზიციასაც შეეხოს. საერთოდ, მცდელობა იყო, რომ, როგორც ოლიგარქი და სანქცირებული პირი ასე ჩაეწერათ იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც თავისი პოლიტიკური ინტერესი გააჩნდათ ამ საკითხთან დაკავშირებით. ვერ მოჰყავთ ვერანაირი სამართლებრივი არგუმენტი, ვერ მოჰყავთ რაიმე კონკრეტული ფაქტი, უბრალოდ მათ აქვთ ერთგვარი პოლიტიკურ-მორალური რევანშის აღების სურვილი. ამიტომაც არის, რომ ჩანაწერებიც ასეთი გადღაბნილი და არაფრისმთქმელია“. - ამბობს ქადაგიშვილი.

ზუსტად ერთ სააათში, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უკვე მეორედ უნდა განიხილონ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ.

"ივანიშვილის არაფორმალური გავლენებისგან საქართველოს მთავრობა,  ქართული პოლიტიკა და საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს"- ასეთია ევროპარლმენტის პოლიტკური ვერდიქტი "ოცნებისთვის".

ევროპარლამენტი მოუწოდეს საქართელოს ხელისუფლებას აღმოფხვრას ბიძინა ივანიშვილის გადამეტებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

აღნიშნული შესწორება, ევროპარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო და ის რეოზლუციის კომპრომისულ ვერსიაში დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივეა ნახსენები.

მსგავსი სიახლეები