ქედის ავტოტრანსპორტის დირექტორი, რომელიც ხელფასს თვეში რამდენჯერმე იღებდა, "პირველებს" ემალება
კორუფციულ სქემაში მხილებული ქედის ავტოტრანსპორტის დირექტორი იმალება.
ვერსად აგნებენ ვერც ქედის საკრებულოს თავმჯდომარესა და ქედის მერს.
კითხვები საჯარო მოხელეებთან მას შემდეგ გაჩნდა, რაც ავტოტრანსპორტის დირექტორმა „პირველებთან“ საუბარში აღიარა, რომ ხელფასს საბიუჯეტო სახსრებიდან თვეში რამდენჯერმე ირიცხავდა.
ამ საქმეში კიდევ ერთი გარემოებაა საინტერესო. ოფიციალურად, გიორგი ბარამიძეს შემოსავალი არ აქვს.
ბოლო დეკლარაცია, რომელიც დიდ კორურფციულ სქემაში მხილებულმა საჯარო მოხელემ შეავსო, წერია რომ ის შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ ანაზღაურებას ნულ თეთრს, ანუ არაფერს იღებს.
„ანტკორუფციულ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტი კორუფციული სქემის კლასიკური მაგალითია, რომელიც „ოცნების“ ხელშეწყობით მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.
„ქედის“ ტრანსპორტის დირექტორი ბედავს და რამოდენიმე წლის განმავლობაში თვეში რამდენჯერმე ირიცხავდა ხელფასს. ამაზე მეტი კორუფციული გარიგება და ამაზე მეტი დადასტურება იმისა, რომ ამ ქვეყანაში აღარ არსებობს არც ერთი ადმინასტრიული ორგანო, რომელიც არ იყოს ჩართული კორუფციაში. საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებთ, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი, მაშინ, როდესაც, უკვე დადასტურებულად, აღიარებითი ჩვენება გვაქვს თანამდებობის პირის“. - ამბობენ „ანტკორუფციულ მოძრაობაში“.
ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაშიც, სადაც ამბობენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ ხელწერაა და იმ დაუსჯელობის სინდრომის გაგრძელება, რაც მთელს ქვეყანაში სუფევს.