ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთი ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც დავასუსტოთ - გიგა ბედინეიშვილი

11.11.22 15:33
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთი ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც დავასუსტოთ - გიგა ბედინეიშვილი

რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ეკონომისტები ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველ ფაქტად აფასებენ. ექსპერტების აზრით, ქართული სპირტიანი სასმელების გასაღება კომპანიებისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში მომგებიანია, თუმცა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში პუტინმა ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური ემბარგო დაუწესოს. 

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი იხსენებს უახლოეს ისტორიიდან ფაქტებს, როცა კრემლმა რიგ ქვეყნებს ეკონომიკური ემბარგო დაუწესა პოლიტიკური ნიშნით და აცხადებს, რომ ჩვენი ამოცანა არა რუსეთის ეკონომიკურად გაძლიერება, არამედ აგრესორი ქვეყნის ყველა ასპექტში დასუსტება უნდა იყოს.

ქართულ ბიზნესს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები მაღალრისკიანი საქმიანობაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთი ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, პოლიტიკურადაც დასუსტდეს და ეს საშინელი ჭირი კაცობრიობამ მოვიშოროთ. 

რუსეთი ამ სიტუაციას ძალიან ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. გვქონია უახლოეს ისტორიაში შემთხვევები, როცა ემბარგო დაუწესებია რუსეთს, რადგან მიაჩნდა, რომ ეს მისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იყო. 

ხომ გვეგონა, რომ ღვინოს ვერსად გავიტანდით? ახლა აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში გადის. ამ მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი, გიგა ბედინეიშვილი.


 მხოლოდ ერთ წელში ბიძინა ივანიშვილის უახლოესმა გარემოცვამ ქვეყნიდან ჯამში 40 მილიონი დოლარის სპირტი და ალკოჰოლი გაიტანა.

საქსტატის ინფორმაციით, რუსეთში ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 65%-ითაა გაზრდილი. 

მსგავსი სიახლეები