კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოპოზიცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს არ ესწრება

11.11.22 15:30
კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოპოზიცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს არ ესწრება

ხმაურიანი სხდომა არ იქნება. კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ მეორე მოსმენით დღეს ისე მიიღებენ, რომ ოპოზიცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს არ დაესწრება.

მმართველი გუნდის წევრის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, ოპოზიცია იმიტომ არ ესწრება კომიტეტის სხდომას, რომ მათთვის მხოლოდ ის კანონი იქნება მისაღები, სადაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ჩაიწერება.

როგორც ჩანს, ამ ბატონების და ქალბატონების მთავარი ამოცანა არის პირდაპირი ბრძოლა ბიძინა ივანიშვილთან და მის ოჯახთან. მათთვის ერთადერთი რამ არის მხოლოდ მისაღები, სადაც კონკრეტულად ჩაიწერება ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ“. - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

რაც შეეხება თავად ოპოზიციას, მათი განცხადებით, განხილავში ამ ფორმით მონაწილეობას აზრი არ აქვს.

დღეს პარლამენტში გამოჩნდა ასევე ბიძინა ივანიშვილის ყოფილი დაცვის უფროსი. ანზორ ჩუბინიძემ დეოლიგარქიზაციაზე დასმულ კითხვას არ უპასუხა, მეტიც, არც კი შეეცადა, რომ ივანიშვილი დაეცვა.
 

მსგავსი სიახლეები