წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება "ენმ"-ში, არ მაინტერესებს - გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილს ხვდება
„ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე „ვივა მედშია“. გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს ხვდება.
პარტიაში არსებული დიდი გაუგებრობის შემდეგ, საინტერესოა, რას ეტყვის ერთი-ერთზე მესამე პრეზიდენტს პარტიის ყოფილი თავმჯდომარე.
სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაზე საუბარი დიდი ხანია შეწყვიტა. დაფიცებული აქვს, რომ პოლიტიკაზე არ ილაპარაკებს და არ აინტერესებს რა ხდებაა პარტიაში გრიგოლ ვაშაძესაც.
„წარმოდგენაც არ მაქვს რას მელაპარაკებით. შენს ოჯახში რა ხდება ვიცი? ისე არ ვიცი იქ რა ხდება. არ მაინტერესებს. ქალიშვილი მყავს დაფიცებული, სიტყვას არ ვამბობ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.