,,კანონის გადმოკოპირება არარელევანტურია" - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა დასრულდა

11.11.22 17:41
,,კანონის გადმოკოპირება არარელევანტურია" - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა დასრულდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა დასრულდა. ,,ქართული ოცნება" პროექტს მხარს უჭერს.

ოპოზიციიდან განხილვას ფრიდონ ინჯია და  ,,ლელოდან" ლანა გალდავა ესწრებოდნენ. ,,ლელოს" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინული კანონი ქართულ სინამდვილეს არ შეესაბამება. 

ევროკომისიას ჩვენთვის არ უთქვამს, რომ ჩვენ უნდა დავწეროთ აუცილებლად დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი. დეოლიგარქიზაცია არის კანონის უზენაესობა და გამართული ინსტიტუციების მუშაობა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ კანონის გადმოკოპირება არარელევანტურია - განაცხადა ლანა გალდავამ.

,,ქართული ოცნება" აპირებს, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მიიღოს ევროპელი დიპლომატების კრიტიკის ფონზე, ევროდეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში მიღებას მნიშვნელოვნად აფერხებს ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის ფაქტორი. 

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მეორე მოსმენით კენჭისყრაზე დღეს საღამოს გავა.

 

მსგავსი სიახლეები