ცისკარიშვილი მელიას წინააღმდეგ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებს - "ენმ"-ში კონსულტაციები მიმდინარეობს
პეტრე ცისკარიშვილი ჩვენებას არ ცვლის. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი მელიას წინააღმდეგ საკუთარი კანდიდატის წამოყენებას არ აპირებს.
ერთდაერთი კანიდატი, რომელმაც პარტიაში თავმჯდომარეობას დაუშვა ლევან ხაბეიშვილია.
ვიდრე კანდიდატთა სია ცნობილი გახდება, პარტიის წევრთა ერთი ნაწილი ნიკა მელიას შეხვდა და საგანგებო თათბირი დახურულ კარს მიღმა გამართეს.
ახლა ყველა თარიღის დაზუსტებად ელოდება, თუ როდის ჩანიშნავს მელია არჩევნებს.
როგორც პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს ტექნიკური დეტალები გავლა უკვე დაწყებულია და მისი თქმით, ეს რამდენიმე კვირაში უნდა მოხდეს.
ჩემს კანდიდატს არ განვიხილავ თავმჯდომარის პოსტზე. არ ვაპირებ კანდიდატურის დაყენებას. ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას რაც შეეხება, დაველოდოთ დააყენებს თუ არა ის კანდიდატურას და მერე ვისაუბროთ. ნიკა მელიაც ოფისშია, თავის ოთახშია, ვისაუბრეთ, გვაქვს კონსულტაცია დაწყებულია სამუშაო“. - ამბობს ცისკარიშვილი.
პარტიის თავმჯდომარეობას არც დავით კირკიტაძეს აპირებს. მისი თქმით, დიდი სიამოვნებით იხილავდა ლევან ხაბეიშვილს ამ ბრძოლაში და თვით თავმჯდომარედაც კი.
ახლა, მე ნამდვილად ვერ ვხედავ ჩემს თავს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის კანდიდატობაზეც კი. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ლევან ხაბეიშვილს ამ ბრძლაში და თავმჯდომარედ და კიდევ სხვებსსაც“. - ამბობს კირკიტაძე.