ALDE იქნება თუ სხვა, უნდა შეწყვიტოს გვარამიას პოლიტიკურ პატიმრად წარმოჩენის მცდელობა - მიქანაძე
ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით გაერთიანებული ევროდეპუტატების მიმართვას ოცნება შანტაჟს უწოდებს და მიაჩნია, რომ ეს ქართული მართლმსაჯულების მიმართ არამეგობრული ნაბიჯია.
„ოცნების“ წევრის გივი მიქანაძის თქმით, ALDE-მ პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობას საქართველოში და უნდა შეწყვუიტოს გვარამიას პოლიტიკურ პატიმრად წარმოჩენის მცდელობა.
„ალდე“იქნება ეს თუ სხვა, მოსწონთ ეს თუ არ მოსწონთ, მათ პატივი უნდა სცენ და არ უნდა ისაუბრონ ულტიმატუმის ენით. მითუმეტეს, საქართველო ორიენტირებულია იმ ღირებულებებზე, რასაც ქვია კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები და ნიკა გვარამიას, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის პოლიტიკურ პატიმრად წარმოჩენის მცდელობა, ეს არის ქვეყნის დამაზიანებელი და აბსოლუტურად არამეგობრული განწყობა ამთი მხრიდან“. - ამბობს გივი მიქანაძე.
პარტია „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართაც განაჩენი ყალბი ბრალდებებით გამოიტანეს, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.