ეს არის უპრეცენდენტო აქტი - სერგო ჩიხლაძე ევროპარლამენტარების წერილზე
ეს არის უპრეცენდენტო აქტი, რაც ევროპის კონტინენტზე ხდება - ასე აფასებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, ევროპარლამენტარების გაერთიანება ALDE-ს წერილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა.
ევროპარლამენტარები, ევროსტრუქტურის მაღალი თანამდებობის პირები ერთიანდებიან და ერთობლივ წერილს უგზავნიან ოფიციალურად პრემიერ ღარიბაშვილს ერთადერთი მოთხოვნით - ნიკა გვარამიას გათავისუფლება და პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტა ამ ქვეყანაში.
ეს არის უპრეცენდენტო აქტი, რაც ევროპის კონტინენტზე ხდება - თქვა სერგო ჩიხლაძემ.
პარტია „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართაც განაჩენი ყალბი ბრალდებებით გამოიტანეს, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.