ვერაფერს სასიკეთოს ვერ მოიტანს პარტიისთვის, ჭაობში გვითრევს - მუმლაძე მელიაზე

12.11.22 11:45
ვერაფერს სასიკეთოს ვერ მოიტანს პარტიისთვის, ჭაობში გვითრევს - მუმლაძე მელიაზე

გიორგი მუმლაძე ნიკა მელიას პარტიის ჭაობში ჩაძირვაში ადანაშაულებს. სამოქალაქო აქტივისტი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერად არჩევის შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს აანონსებს.

მიხელ სააკაშილისა და ნიკა გავარმიას თავისუფლება, ევროკავშირის სტატუსთან ერთად - ეს იქნება მუმლაძის მთავარი სათქმელი ნიკა მელიას სკამიდან.

მნიშვნელოვანია, რომ  მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები. საბოლოო ჯამში ეს მასობრივ აქციებამდე მივა. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს. გათავისუფლდეს ნიკა გვარამია, ძმები წულუკიძეები, ჭელიძეები, ელდარ ანთაძე, ლექსო რაფავა და სხვა პოლიტპატიმრები. 0.1%-იანი და 0.2%-იანი პარტიების თავმჯდომარეების მოწონების რეიტინგები უფრო მეტია, ვიდრე 30 %-იანი პარტიის. ეს არის წარმოუდგენელი. ამიტომაც, ნიკა მელია, თავისი უნარებითა და ქმედებებით ვერაფერს სასიკეთოს ვერ მოიტანს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. პირიქით, უკუსვლა ხდება, ჭაობში გვითრევს“. - ამბობს მუმლაძე. 

მსგავსი სიახლეები