„ენმ“-ს და „ლელოს“ წევრები ბათუმში ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას მიერ დაორგანიზებულ შეხვედრას ესწრებიან

12.11.22 13:31
„ენმ“-ს და „ლელოს“ წევრები ბათუმში ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას მიერ დაორგანიზებულ შეხვედრას ესწრებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ წევრები სამი პარტიის გაერთიანებულ შეხვედრას ესწრებიან.  

ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას მიერ დაორგანიზებულ შეხვედრას ბათუმში ოპოზიციური პარტიების რეგიონული ოფისების წარმომადგნელებიც ისმენენ. ეს გამონაკლისი შემთხვევაა. სამივე პარტია დიდი ხანია გაერთიანებაზე საუბრობს, თუმცა ოპოზიციისგან უარი მიიღეს.

დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა ისევ 12 პუნქტი და ხელისუფლოების უმოქმედობა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს, რომ საქართველომ პროევროპული ძალაუფლება დაიბრუნოს.

საქართველოს მოსახლეობის 85 % არის პროევროპელი. ჩვენი ამოცანაა, ეს 85% გავაერთიანოთ და პრორუსული უმცირესობის მიერ, „ოცნების“ სახით მიტაცებული ძალაუფლება დავუბრუნოთ პროევროპელ უმრავლესობას. როგორ? ასეთი შეხვედრებით და უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით“.- ამბობს ვაშაძე.

რაც შეეხება „ენმ“-ს შეხვედრაზე დასწრებას, „პირველებმა“ გიორგი კირთაძეს ვკითხეთ, ამ შეხვედრაზე მისვლით, ხომ არ წავიდა ნიკა მელიას წინააღმდეგ, მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობამ“ პირდაპირ დააფიქსირა, რომ გაერთიანების მომხრე არ არის. 

კირთაძე ამბობს, რომ ეს არ არის ბათუმისთვის უცხო, მითუმეტეს რომ, გასულ არჩევნებზე მხოლოდ ბათუმი იყო გამონაკლისი ქალაქი, სადაც ოპოზიციამ მოახერხა გაერთიანება, რის შედეგადაც მაშინ „ოცნება“ არჩევნების პირველ ტურში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები