დროულად დაინიშნოს თავმჯდომარის არჩევნები, თორემ ბორია ივანიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, არავინ იცის - ნადირაძე
სასწრაფო წესით და ძალიან მალე ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს ირაკლი ნადირაძე, რომელმაც პარტიაში პირველი ცეცხლი გახსნა. ერთ დროს ნიკა მელიას თანამებრძოლს და ახლა მოწინააღმდეგეს მიაჩნია, რომ პარტია ბრძოლისთვის უნდა მოემზადოს, რადგან მისი თქმით ბიძინა ივანიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს არავინ იცის.
„მთავარია, რომ დროულად დაინიშნოს თავმჯდომარის არჩევნები, იმიტომ, რომ ხვალ, ზეგ ბორია ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, არავინ იცის. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად აქციებისთვისაც, პიკეტისთვისაც, სხვადასხვა აქტივობებისთვისაც. სამი კანდიდატი უკვე დასახელებულია, სამივე ღირსეულია. რაც მეტი კანდიდატი იქნება, კიდევ უფრო კარგი იქნება“. - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.
ზუსტად ერთ საათში ნაციონალურ მოძრაობაში ბრიფინგია ჩანიშნული. გია ბარამიძე, სავარაუდ, შიდა პარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განცხადებას გააკეთებს. არ არის გამორიცხული, გავიგოთ ინფორმაცია არჩევნების ჩატარების თარიღებთან დაკაშირებით.