"ახალი გარემოება არ არის, გამოძიება მიმდინარეობს" - ანდრია ბასილაია ვაკის პარკის ტრაგედიაზე

12.11.22 14:05
"ახალი გარემოება არ არის, გამოძიება მიმდინარეობს"  - ანდრია ბასილაია ვაკის პარკის ტრაგედიაზე

ვაკის პარკის ტრაგედიიდან რამდენიმე კვირის თავზეც, თბილისის მერია ამბობს, რომ საქმეში ახალი არაფერია. 

 თბილისი მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, გამოძიებას თბილისის მერიისთვის ახალი დეტალები არ მიუწოდებია. 

არადა „ტვ პირველის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, ჯერ კიდევ წინა კვირას გაასაჯაროეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ექსპერტიზამ ვაკის პარკის შადრევანში გამაოგნებელი დარღვევები იპოვა. 
დაადგინდა, რომ  ვაკის პარკის შადრევანი ღია სივრცეში საყოფაცხოვრებო სტანდარტით იყო აშენებული, არ იყო უსაფრთხოების რელეები და არ იყო დამიწება. 

თუმცა, ამის მიუხედავად, დღეს კალაძის უწყება ისევ არაფერს ამბობს.

ამ ეტაპზე ახალი გარემოება არ არის. გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენც ველოდებით სიახლეებს და გამოძების შედეგებს“. - ამბობს ანდრია ბასიალაია.

მსგავსი სიახლეები