შეიქმნა შვიდკაციანი ჯგუფი, 22 ნოემბრამდე თავმჯდომარის არჩევნების წესი უნდა ჩამოყალიბდეს - ბარამიძე

12.11.22 15:08
შეიქმნა შვიდკაციანი ჯგუფი, 22 ნოემბრამდე თავმჯდომარის არჩევნების წესი უნდა ჩამოყალიბდეს - ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების ჩატარების წესებსა და პირობებზე მუშაობს. „ენმ“-ში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

ახლა შვიდკაციანმაა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმით აირჩევს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ახალ თავმჯდომარეს.  

დაანონსებულია, რომ 22 ნიემბრამდე პარტია საბოლოო გეგმაზე შეჯერდება. თუმცა მოესწრება თუ არა თავმჯომარის არჩევა ამ წელში, ამას გადაჭრით ვერ ამბობენ.

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა მოამზადოს წესი, რომლელი წესის მიხედვითაც უნდა აირჩეს თავმჯდომარე. 22 ნოემბრამდე იმედია შევძლებთ ამ წესის შემუშავებს. დიდი იმედია, რომ ამას დაამტკიცებს და ამაზე იმსჯელებს პოლიტიკური საბჭო. ამის შემდეგ დაიწყება კამპანია იმ კანდიდატურებუისა, რომლებიც დაასახელებენ თავს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოზიციაზე დასაკავებლად. ჩვენი ინტერესი არის, რომ სწრაფად მოხდეს ეს არჩევნები, ოღონდ არა ნაჩქარევად“. - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ. 

შვიდკაციან ჯგუფში შედიან გიორგი ბარამიძე, ნინო კვიტაიშვილი, თორნიკე ბიკაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ბაჩო დოლიძე, ლევან ბეჟაშვილი და ივანე პეტრიაშვილი.

ასეთი სამუშაო ჯგუფი პარტიისთვის ახალი არ არის. წინა არჩევნებიც, სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი წესებით ჩატარდა. 
 

მსგავსი სიახლეები