არ უნდა ატარებდეს წვერ-ულვაშს, უნდა იყოს მძიმეწონოსანი - გოცირიძე "ენმ"-ს თავმჯდომარის კანდიდატებზე

12.11.22 16:02
არ უნდა ატარებდეს წვერ-ულვაშს, უნდა იყოს მძიმეწონოსანი  - გოცირიძე "ენმ"-ს თავმჯდომარის კანდიდატებზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებს პარტიის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ დაბლა დაწეული სტანდარტების გამო ამ პროცესმა უმართავი ხასიათი რომ არ მიიღოს, კანდიდატურის დასახელებისას კრიტერიუმები უნდა დაწესდეს.

გოცირიძე ასევე საკუთარი კანდიდატურის შესახებაც წერს და ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, რადგან მისი თქმით, მეოთხე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ რამდენიმე პირის მიერ საკუთარი კანდიდატურის დასახელების შემდეგ, ბევრს  გაუჩნდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების სურვილი. დაბლა დაწეული სტანდარტების გამო ამ პროცესმა უმართავი ხასიათი რომ არ მიიღოს, შემოვდივარ წინადადებით, რომ კანდიდატების შესარჩევად  დაწესდეს რამდენიმე კრიტერიუმი, კერძოდ:
1. უნდა იყოს კომპეტენტური,
2. უნდა ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის საკმაო სტაჟი,
3. უნდა იყოს მძიმეწონოსანი (რაშიც მხოლოდ ფიზიკური წონა არ იგულისხმება, თუმცა ესეც არ იქნებოდა ცუდი,  ქუჩის აქციების წინამძღოლობისათვის),
4. არ უნდა ატარებდეს წვერ-ულვაშს. 
ვაპირებ თუ არ მივიღო მონაწილება ამ კონკურსში? სამწუხაროდ, არა. ვერ ვაკმაყოფილებ ბოლო, მეოთხე კრიტერიუმს", -წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები