"ენმ"-ს თავმჯდომარის ახლანდელ არჩევნებზე უფრო მეტი ჩართულობა იქნება, ვიდრე ბოლოზე - ბაჩო დოლიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე ძალიან დიდი ჩართულობა იქნება.
დოლიძის თქმით, ბოლო თავმჯდომარის არჩევნებზე, რამდენიმე ათეულმა ათასმა კაცმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს წესს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს შეიძლება 2 წესი იყოს. შემდეგომ ეს ყველაფერი წარედგინება პოლიტიკურ საბჭოს. ბოლო თავმჯდომარის არჩევნებზე, რამდენიმე ათეულმა ათასმა კაცმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ახლა მოთხოვნები პარტიის მიმართ უფრო მეტია, ამიტომაც უფრო მეტი ჩართულობა იქნება“. - ამბობს ბაჩო დოლიძე.