თემიდას თამადა - ნიკა გვარამიას ციხეში გამშვებ მოსამართლეს აწინაურებენ
ნიკა გვარამიას ციხეში გამშვებ მოსამართლეს აწინაურებენ - "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ლაშა ჩხიკვაძე სააპელაციო სასამართლოში გადაჰყავთ.
მოსამართლე დაწინაურების ამბავს კამერებთან არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა ვერ მალავს რომ მეორე ინსტანციის სასამართლოში გადასვლა წლების განმავლობაში მისი აუხდენელი ოცნება იყო.
ჩხიკვაძე ისევ ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, ჩარევის გარეშე მიიღო, თუმცა აღიარებს, რომ იმ მუხლით რომლითაც "მთავარი არხის" დამფუძნებელი ციხეში გამოკეტა - პატიმრობა ბოლო 11 წლის განმავლობაში არავისთვის მიუსჯია.
წყარო სასამართლო სისტემიდან "შაბათს ეთერს" უყვება, რომ ლაშა ჩხიკვაძის დაწინაურების ამბავი სუფრაზე გადაწყდა, რომელსაც ჩხიკვაძე და მურუსიძე ერთად ესწრებოდნენ.
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტმა ლევან მურუსიძის ჩაწერა მოახერხა, მარიამ გაფრინდაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნებულ მოსამართლეს ჰკითხა, გადაწყვრა თუ არა საზეიმო სუფრაზე გვარამიას საქმის მოსამართლის დაწინაურება, თუმცა ლევან მურუსიძე წყოვიდან გამოვიდა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, გახმაურებული საქმეების სამი მოსამართლის დაწინაურება, უკვე გადაწყვეტილია, აქედან ერთმა პოსტი უკვე მიიღო. ლაშა ჩხიკვაძე და ხათუნა ხარჩილავა კი პოსტის მოლოდინში არიან. არსებული ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში გადაყავთ, ხათუნა ხარჩილავა, მოსამართლე, რომელმაც საქართველოს პირველი ჩოგანი,ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლზე ძალადობის საქმეში უდანაშაულოს სცნო. უკვე დააწინაურეს ნიკა გვარამიას საქმის კიდევ ერთი მოსამართლე, გიორგი კერატიშვილი.