TikTok საქართველოში თვითმკვლელობამდე მიყვანის ადგილად იქცა - სად არის პოლიცია?
ადამიანების გასართობად შექმნილი სოციალური ქსელი TikTok საქართველოში ადამიანების თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი ხდება.
"შაბათის ეთერის" რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ ტერორი, შანტაჟი, გამოძალვა - პოლიციის ინტერესის მიღმა რჩება. ეს მაშინ როცა ქალებს პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს უვრცელებენ და მათ სექს მუშაკებად აცხადებენ.
ირკვევა, ისიც, რომ ვიდეომასალის წაშლის სანაცვლოდ კონკრეტული პირები ადამიანებს ფულს სძალავენ. იყო შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანმა ზეწოლას ვერ გაუძლო და თვითმკვლელობა სცადა.
ინტერვიუები ადამიანებთან, რომლებიც შანტაჟისა და საჯარო დამცირების გამო თვითმკვლელობის ზღვარზე მიიყვანეს.