მესამე პრეზიდენტი კვლევის შედეგების მოლოდინშია - "პირველების" ინფორმაციით, დიაგნოზები უკვე "ვივა-მედშია"

13.11.22 11:27
მესამე პრეზიდენტი კვლევის შედეგების მოლოდინშია - "პირველების" ინფორმაციით, დიაგნოზები უკვე "ვივა-მედშია"

მიხეილ სააკაშვილი კვლევის შედეგების მოლოდინშია - "პირველების" ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოდან კვლევის პასუხები "ვივა-მედში" უკვე გადაიგზავნა.  ამის მიუხედევად, კლინიკა დიაგნოზების გასაჯაროვებას ჯერ არ ჩქარობს.

გაუსაძლისი ტკივილების გამო, მესამე პრეზიდენტს კიდურების ატროფიის ნიშნები აქვს. ჯერ ისევ დაუდგენელია, აქვს თუ არა მას ტუბერკულოზი. აღნიშნული დიაგნოზის შემთხვევაში ადვოკატები სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას აანონსებენ.

ჩვენთვის ჯერჯერობით არაფერი უცნობებიათ. დღეს ვფიქრობთ, მივიდეთ და გავერკვეთ.კითხვები გაგვაჩნია სამკურნალო დაწესებულების დეპარტამენტისადმი, საიდან ამ ადამიანს ამდენი დაავადებები, საიდან განუვითარდა.რა განუვითარდა, როგორ განუვითარდა, გავიგეთ, რომ ვერ ადგენენ, მაგრამ რაც დაადგინეს, ეს დადგენილი დაავადებებიც საიდან უნდა განვიტარებოდა სრულიად ჯანმრთელ ადამიანს. ეს კომუნიკაცია ძალიან ცუდად მიმდინარეობს, სამწუხაროდ, ადვოკატებს და ექიმებს შორის. უნდა დამთვარდეს 18 რიცხვში საექსპერტო დასკვნა და იმედია, ამის შემდეგ უკვე ადვოკატებს მოგვეცემა საშუალება ვიმოქმედოთ სამართლებრივად. თუ იტყვის, რომ არის მძიმე ავადმყოფი, მაგრამ არ არის ეს ჯანდაცვის მინისტრის ჩამონათვალში, მაშინ სასჯელის გადავადება, თუ იტყვის, რომ ჯანდაცვის მინისტრის ცამონათვალში ჯდება მისი რომელიმე დიაგნოზი, მაშინ, ბუნებრივია, სასჯელისგან გათავისუფლებაზე მიდგება საქმე, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. 

 

მსგავსი სიახლეები