ხელს ვეღარ ამოძრავებს, ისევ სიცხე აქვს და უმადობა - გიული ალასანია სააკაშვილზე
მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, რომელმაც შვილი კლინიკა "ვივა-მედში" ცოტა ხნის წინ მოინახულა, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ალასანიას თქმით, სააკაშვილი საკვებს ისევ ვერ ღებულობს და ვერ გადაადგილდება.
ხელს საერთოდ ვეღარ ამოძრავებს, ვერ ხმარობს მარცხენა ხელს. ეს თანდათან გაუძლიერდა, ეს ტკივილი და ბოლოს და ბოლოს ასეთ მდგომარეობამდე მივიდა. სხვა მხრივ, იგივე სიცხე აქვს, ისევ 38-კენ, ისევ უმადობა. არ ვიცი როგორ უმკლავდებიან. მე ვხედავ, რომ სულ ერთი და იგივე მდგომარეობაშია ან უარესად. გამკლავება ის არის, რომ დაიწყოს სიარული, დაიწყოს ჭამა, - ამბობს გიული ალასანია.