ახალი თავმჯდომარის არჩევის წესი - ენმ-ში დღეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ჩაინიშნა

13.11.22 12:02
ახალი თავმჯდომარის არჩევის წესი - ენმ-ში დღეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ჩაინიშნა

ახალი თავმჯდომარის არჩევის წესი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების მოლოდინშია. პარტია გეგმას 9 დღეში გაასაჯაროებს. დღეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრაა ჩანიშნული.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესი ფორმალურად უკვე დაიწყო. შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა მოსაზრებების და პოზიციების მქონე ჩვენი გუნდის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, იმისთვის, რომ შევიმუშაოთ ერთად კონსესუსით ის წესი, რომელიც წესის შესაბსმისადაც უნდა იქნეს შერჩეული თავმდჯომარე. ამას გარკვეული დრო სჭირდება, - ამბობს გიორგი ბარამიძე. 

პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნები უახლოეს ვადაში უნდა ჩატარდეს, რათა არსებული დაძაბულობა განიმუხტოს და პარტიამ მიზნებისთვის ბრძოლა განაგრძოს.

რაც უფრო სწრაფად ჩავატარებთ ამ პროცესს, მით უფრო უკეთესია, იმიტომ, რომ სწრაფად უნდა დაინიშნოს თავმჯდომარის არცევნები, სწრაფად უნდა განახლდეს და გაძლიერდეს პარტია, იმიტომ, რომ ხვალ-ზეგ ბორია ივანიშვილმა რომ გადაწყვიტოს, რომ მიხეილ სააკაშვილს ტოვებს ციხეში, ჩვენ მერე ვატაროთ შიდა არჩევნები, მერე ვთქვათ, რომ მოდი, გავძლიერდეთ და მერე დავიწყოთ აქციები..., - ამბობს თბილისის საკრებულოს წევრი ენმ-დან ირაკლი ნადირაძე. 

 

მსგავსი სიახლეები